LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,დედის დღეს გილოცავთ დედებო!!!ბედნიერებო იბედნიერეთ, ჩემსავით ტკივილიანებო ღვთისმშობელს ებარებოდეთ” – იზა ომაძის ემოციური პოსტი

369
befunky-collage-2024-03-02t234624.357-2024-03-02_23-46-35_714255

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში დედებს დედის დღეს ულოცავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,დედის დღეს გილოცავთ დედებო!!!
ბედნიერებო იბედნიერეთ, ჩემსავით ტკივილიანებო ღვთისმშობელს ებარებოდეთ.

,,სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ…..

წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. “(გ. ჩოხელი)

დედის მონატრება ხომ ძნელია მაგრამ შვილის უსაშველოა…
ჩემო ნიკო ჩვენს შორის ყოველგვარი კანონზომიერება დაირღვა, ვერ ჩავდექი შენსა და სიკვდილს შორის, მაგრამ ბოროტებასა და სიკვდილს შორის აუცილებლად ჩავდგები.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი….
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან…
ჩამოეხსნებათ ნიღბები დედი სხვანაირად როგორ იქნება???”, – წერს იზა ომაძე.

„არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი ადამიანისთვის“ – სალომე ზურაბიშვილმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

„მინდა დიდი მადლიერება გამოვუხატო პრეზიდენტს.. მომცა ბრძოლის უნარი, რომ ნიკოს გამოუძიებელი საქმე ბოლომდე მივიყვანო.. ორი წელი საქმის გახსნას გთხოვთ ამაოდ…“ – იზა ომაძე

„ეს ჯილდო ეკუთვნის მომავალ თაობას, რომ განათლებით, სწორი ღირებულებებით შექმნათ მომავლის საქართველო“ – იზა ომაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g