LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი სასწაულების შესახებ, რომლებიც ნარიყალას წმინდა ნიკოლოზს ტაძარში მოხდა: „რამდენიმე დღე გავიდა და ყოველგვარი სასყიდლის გარეშე გათავისუფლდა ის ადამიანი…“

185
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მომხდარი სასწაულის შესახებ დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი „პრაიმშოუსთან“ საუბრობს:

„ბუნებრივია, ძალიან ბევრი ქრისტიანი მოდის ტაძარში და ითხოვს, რომ სასწაულები მოვახდინოთ. ბევრი სასწაული მომხდარა ჩვენს ტაძარში და მინდა მოგიყვეთ. მრევლიდან ერთი ქალბატონი მობრძანდა დამწუხრებული, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. მითხრა, მამაო, ხომ ვიცით, რომ წმინდა ნიკოლოზი არის მოწყალე, მჯერა, პარაკლისს რომ დავასრულებთ, ეს ამბავი მოგვარდებაო. პარაკლისის დასრულებისთანავე გაისმა ზარი სამსახურიდან, გაუგებრობაა, დაბრუნდი და გააგრძელე სამსახურიო…

წინა ხელისუფლების დროა, ერთი ჭაბუკი მოვიდა ნაკლებად მორწმუნე და მთხოვა, მე ვიცი, რომ ღვთისმშობელი არის უიმედოთა იმედი და ახლა მინდა, მე და თქვენ დედაღვთისმშობელს ვთხოვო, ჩემი უდანაშაულო ძმა გამოიხსნას საპყრობილიდანო… მაშინვე არა, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა და ყოველგვარი სასყიდლის გარეშე გათავისუფლდა ის ადამიანი…“

✨ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მომხდარი სასწაულები 🙏

✨ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მომხდარი სასწაულები 🙏 ✨ დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი – ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on Wednesday, May 8, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები