LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი – ნიცა, რომელიც მუდამ ჩემთანაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა…“ – კვარა მარადონას სტადიონზე ნიცასთან და დამიანესთან ერთად მივიდა

199
ხვიჩა კვარაცხელია

„ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით…“ – ამის შესახებ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ხვიჩა „ნაპოლის“ მარადონას სტადიონიდან გადაღებული ვიდეომიმართვით დაემშვიდობა. ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა კლუბს, პერსონალსა და ადგილობრივ გულშემატკივრებს.

წასვლამდე კვარაცხელიამ ქალაქის ცნობილი ადგილიც მოინახულა, სადაც ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდის, დიეგო მარადონას დიდი მურალია განთავსებული.

„ნაპოლის“ მარადონას სტადიონზე ქართველი ფეხბურთელი მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან და შვილთან, დამიანესთან ერთად მივიდა:

„ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით…
დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი:

ნიცა, რომელიც მუდამ ჩემთანაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა.

როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა, ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს“, – ამბობს ქართველი ფეხბურთელი ვიდეომიმართვაში.

Grazzie Napoli 🩵…

Posted by Khvicha Kvaratskhelia on ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2025


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g