LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა, მოიკითხა და ისე გააბედნიერა“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი 4 წლის კონსტანტინეს ემოციური კადრები

652
Untitled design

მარიამ ბერიანიძე, რომელიც შოვის მეწყერში მეუღლესთან და 4 წლის შვილთან ერთად მოჰყვა, სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს ავრცელებს.

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი

როგორც მარიამ ბერიანიძე წერს, მის 4 წლის შვილს, ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა და გაამხნევა:

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბიჭი კონსტანტინეა. ერთი ციდა 4 წლის კოტიკო სპაიდერმენივით სწრაფი და მამაცი ბიჭია და სწორედ სპაიდივით უშიშრად გაუძლო მეწყერს.

არც ერთხელ არ დაუწუწუნია და ერთი ცრემლიც არ ჩამოვარდნია.

დღეს კი ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა, მოიკითხა და ისე გააბედნიერა, რომ დაიმორცხვა და ერთი სიტყვის გარდა ვერაფერი უთხრა. მიყვარხარ დედიკოს სიამაყევ“, – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.

 

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბიჭი კონსტანტინეა ❤️ ერთი ციდა 4 წლის კოტიკო სპაიდერმენივით სწრაფი და მამაცი ბიჭია და სწორედ…

Posted by Berianidze Mariami on შაბათი, 05 აგვისტო, 2023

 

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები