უკვე თვეზე მეტია დედაქალაქსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. 14 მაისს, პარლამენტმა 84 ხმით მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
გადაცემამ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მაყურებელს ის სტუდენტები გააცნო, რომლებიც უწყვეტ აქციებში მონაწილეობენ, მათ შორის ერთ-ერთი 20 წლის გიორგი უროტაძეა.
„დილით სტაჟირებაზე იყო, შემდეგ ცეკვაზე, შემდეგ აქციაზე წავიდა და საქართველოს დროშა აფრიალა, დილით აქციიდან წავიდა გამოცდაზე და 20-დან 20 მიიღო! 7 წუთია და ყველას გთხოვთ ეს ბიჭი გაიცნოთ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი უროტაძის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს გვიზიარებს.
გმირი #4 – გიორგი უროტაძეგმირი #4 – გიორგი უროტაძე ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 15 მაისი, 2024