ბერძნული „ვოისის“ ფინალისტი დოდონა ნამორაძე თბილისში ჩამოვიდა და „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ესტუმრა.
„ფინალის პირველი სიმღერა რომ შევასრულე, პირველად ვიგრძენი ასეთი რაღაც, რომ არ ვიყავი აქ. როცა მოვრჩი სიმღერას, ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, სანამ წამყვანმა არ მკითხა, კარგად ხარო? ასტრალში გავედი სიმღერისას.
ძალიან საყვარელი გოგოა ის, ვინც გაიმარჯვა. სანამ კულისებში გავიდოდი, ვილოცე, თუ ეს გამარჯვება უკეთეს მომავალს მომიტანს, მაშინ მინდა გამარჯვება, თუ არა, მეორე ადგილსაც დავჯერდები-მეთქი. რომ გამოვედი, მივხვდი, რომ ვერ ვიმარჯვებდი. ალბათ, ჯობდა, არც გამემარჯვა. ძალიან მომწონს ის, რომ საბერძნეთში უნდათ ბერძნის გამარჯვება. ჩემ მიმართ სიძულვილი წამოვიდოდა. თითქოს ახლა უფრო გავპიარდი, რადგან თავად ბერძნები წერენ, რომ მე უნდა გამემარჯვა…“