LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დონარა გვრიტიშვილი: „როცა ჩემი დიაგნოზი გავიგე, პირველი, რისიც შემეშინდა, ის იყო, დავბრუნდებოდი თუ არა საქართველოში ცოცხალი და თუ ჩამასვენებდნენ, რა დაემართებოდათ ჩემს შვილებს…“

311
დონარა გვრიტიშვილი

გია ჯაჯანიძე აშშ-ში ჩავიდა, სადაც მსახიობ დონარა გვრიტიშვილს ესტუმრა.

ის იხსენებს, როცა ამერიკაში ჰოსპიტალში მივიდა და იქ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს:

„მძიმე წუთები გადავიტანე და ახლაც ვღელავ, როცა ვიხსენებ. ისეთი შოკი იყო, როცა ჩემი დიაგნოზი მითხრეს. ეს ჩემთვის გაჟღერდა, როგორც განაჩენი. პირველი, რისიც შემეშინდა, ის იყო, თუ ცოცხალი არ დავბრუნდებოდი და ჩამასვენებდნენ საქართველოში, რა დაემართებოდათ მათ. წამებში ხდებოდა ეს ყველაფერი, ამის გააზრება. შევძრწუნდი… ისეთი არა წამოვიდა შიგნიდან, ისეთი პროტესტი, სიცოცხლის დიდი წყურვილი, მეგონა, ამ ენერგიამ ჰოსპიტლის კადრები გაიტანა. მივხვდი ამ ზანზარს. ყველას მინდა ვუთხრა, უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის. უნდა მოერიო შიშს და უნდა დაძლიო. მე არ შემიძლია, რომ არ დავასახელო ნიკოლოზ ჩხეიძე, ადამიანი, რომელმაც ხელი რომ ჩამკიდა და მიპატრონა, სანამ ფეხზე არ დამაყენა…“

დონარა გვრიტიშვილი: ,,ქვრივობა იყო ჩემი ბედისწერა… ამ ავადმყოფობის შესახებ პირველად ვყვები საჯაროდ…ისეთი რამ გადამხდა თავს, არც ვიცი, რა დავარქვა…”

„დონარას ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი…უმორჩილესად გთხოვთ ყველას, იქნებ გეგულებათ რამე სამსახური” – რას წერენ აშშ-ში მყოფ ქართველ მსახიობზე?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები