LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დონარას ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი…უმორჩილესად გთხოვთ ყველას, იქნებ გეგულებათ რამე სამსახური” – რას წერენ აშშ-ში მყოფ ქართველ მსახიობზე?

625
BeFunky-collage - 2023-02-18T214758.920

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა, დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვილმა 8 თვეა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში იმყოფება. შტა­ტებ­ში ჩას­ვლი­დან მალე, მას საკ­მა­ოდ მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ელე­ნე ბე­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და საზოგადოებას ქალბატონი დონარასთვის სამსახურის პოვნაში დახმარება სთხოვა:

„ძვირფასო მეგობრებო!…

ამერიკის ქართულ ემიგრაციას 8 თვის უკან შემოუერთდა ყველასათვის საყვარელი, კინოსა და თეატრის მსახიობი დონარა გვრიტიშვილი. სამწუხაროდ, ჩამოსვლიდან მალევე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი.

ჩაუტარდა ოპერაცია და ქიმია თერაპია, (ყველაფერი დაფარა დაზღვევამ). რისთვისაც მადლობას უხდის ამ ქვეყანას და თითოეულ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა და გვერდზე დაუდგა ულამაზეს ქალბატონს.

ჩვენგან არაფერს ითხოვს ქალბატონი დონარა. საბოლოოდ მალე დაასრულებს რეაბილიტაციას, არის დარჩენილი უმუშევარი და ბოლო თანხებით შვილები საქართველოდან ეხმარებიან.

უმორჩილესად გთხოვთ ყველას,

იქნებ ვინმეს გეგულებათ რამენაირი სამსახური და გაგიჩნდეთ სურვილი დახმარების.

უდიდეს მადლობას მოგახსენებთ წინასწარ და

ვუთითებ

Donara Gvritishvili -ს ნომერს: ?♥️

☎️+19294920694”, – ნათქვამია ტექსტში.

დონარა გვირიტიშვილს ამერიკაში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: „იმ დროს, როდესაც თურმე ეს ძალიან მჭირდებოდა, აღმოვჩნდი სასწაული ექიმების ხელში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები