ძაღლებისთვის მალე შესაძლოა ბაზარზე რევოლუციური ანტიასაკობრივი წამალი გაჩნდეს – ინფორმაციას The Mind Unleashed NBC NEWS – ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიკამენტის ბაზარზე გამოჩენა, რომლის სახელია LOY-001-ი 2026 წლისთვის იგეგმება.
სან-ფრანცისკოში ბაზირებული ბიოტექნოლოგიური კომპანია Loyal, მიზნად ისახავს მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას იმ ძაღლებში, რომელთა წონაც 40 ფუტზე მეტია.
ახალი იმედი კიბოს წინააღმდეგ: ინოვაციური mRNA ტექნოლოგიის წყალობით მეცნიერები კიბოს ვაქცინების შესაქმნელად მუშაობენ – ვართ თუ არა ახლოს კიბოს ვაქცინის შექმნასთან
საუბარია თანამედროვე ტიპის ვაქცინაზე, რომელიც mRNA ტექნოლოგიას იყენებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანია ძაღლების სიცოცხლის გახანგრძლივება და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება ასაკთან ერთად.
კომპანიის განმარტებით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მისი გუნდის მიერ წლების განმავლობაში ამ საქმეში ჩადებულ შრომას ეფუძნება.
მეცნიერები წინასწარ პროგნოზირებენ, რომ LOY-001-ის განვითარების გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ ვეტერინარული მედიცინის სფეროთი.
კარმენ კასტანედა სკეპპა, Bouvé College of Health Sciences at Northeastern-ის კოლეჯის ჯანმრთელობის მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი თვლის, რომ ეს მოვლენა შეიძლება დაგვეხმაროს მეტაბოლიზმის როლის უფრო ღრმა გააზრებაში ადამიანის დაბერების პროცესში.
მეცნიერების განმარტებით დასადგენია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს აღმოჩენა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების კუთხით.
მეცნიერები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ LOY-00-ის გამოყენება დამტკიცდება, ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი დაბერების პროცესების უკეთ გასაგებად.
LOY-001-ის მიზანია დაბერებული ძაღლების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ასაკთან ერთად დაბერების პროცესის შენელებით, წამალი შეიძლება დაეხმაროს ასაკში შესულ ძაღლებს შეინარჩუნონ აქტიურობის დონე.
მეცნიერებმა შექმნეს AI-ს სისტემა, რომელიც ძუძუს კიბოს რისკს ხუთი წლით ადრე პროგნოზირებს: „AsymMirai“- ს სისტემას შეუძლია მაღალი სიზუსტით შეაფასოს ჩამოუყალიბდება თუ არა პაციენტს ძუძუს კიბო მომდევნო 1-5 წლის განმავლობაში“
დიუკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს გამარტივებული ალგორითმი, რომელიც აანალიზებს მამოგრაფიაზე აღბეჭდილი მარცხენა და მარჯვენა ძუძუს ქსოვილის შორის განსხვავებებს.
როგორც ავტორები ამბობენ, LOY-001-ის დამტკიცების შედეგად ძაღლებში მივიღებთ
გაუმჯობესებული სახსრების ჯანმრთელობას, ასაკის მიუხედავად შენარჩუნებულ კოგნიტიურ ფუნქციებს და გაუმჯობესებულ გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.