ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ნანკა გვარის პოდკასტში „მარტოობის 15 წუთი“ ურთიერთობებზე და მეგობრებზე საუბრობს.
მისი თქმით, ბავშვობაში გახსნილი არ იყო და უნდა რომ მის შვილებს ეს თვისება არ ჰქონდეთ.
„ახლა რომ ვკითხულობ ჩემ დღიურს, შენახული მაქვს. ისე მეცოდება ჩემი თავი. ძალიან, რადგან არ მქონდა უნარი იმის, რომ მეგობრისგან რაღაც რომ მეწყინებოდა მეთქვა – მეწყინა. ბევრი რაღაც დამაკარგვინა ამან. დღემდე არ ვარ ისეთი გახსნილი, როგორიც მინდა, რომ ვიყო. მინდა რომ დავიცალო.
ეს ჩემი შინაგანი დაჭიმულობა მოვიხსნა. ეს ყველაფერი ჰო საუბრით, დახმარებით, და თქმით ხდება. ეს ძალიან არ მომწონს ჩემში და არ მინდა ჩემ შვილებს ჰქონდეთ. თანაგრძნობაზე აღარ ვსაუბრობ, ბოლოს და ბოლოს სამყარო ამაზე დგას“, – ამბობს გვანცა დარასელია
„მე და ჩემმა ქმარმა ბევრს გავუძელით და ამით გამოიწრთო ჩვენი ურთიერთობა“ – გვანცა დარასელია
ვიდეო: „ტრანსფორმაცია დაბადების დღეზე“ – გვანცა დარასელიამ იმიჯი შეიცვალა
