LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრი წელი ვცდილობდი ამ ყველაფრის შენარჩუნებას…ძალიან რთული პროცესია განშორება“ – რუსკა მაყაშვილი პირად ცხოვრებაზე

2217
2026-03-25_22-19-24_026865

რუსკა მაყაშვილი პოდკასტის „მძიმე წერტილი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, განშორება ურთულესი პროცესია და ოჯახის შენარჩუნებს დიდხანს ცდილობდა.

„ვფიქრობდი, ოჯახს როდესაც შევქმნი, არასდროს დამენგრევა მეთქი. ამის გაცნობიერება იყო ყველაზე რთული. ბოლო პერიოდში უკვე აცნობიერებ, რომ ოჯახის გარეშე წარმოგიდგენია. მაქსიმალურად ძალიან ბევრი წელი ვცდილობდი ამ ყველაფრის შენარჩუნებას.

სადღაც მართლა აცნობიერებ, რომ ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე. ძალიან რთული პროცესია განშორება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ორივე მხარე თანახმა იყოს, მაინც ურთულესია. თითქოს ვერ წარმოგიდგენია, რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება“, – ამბობს რუსკა მაყაშვილი.

ვიდეო: „არასდროს წარმომედგინა, რომ ოდესმე ოჯახი დამენგრეოდა… ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… მტკივნეულია…“ – რუსკა მაყაშვილი რთულ პერიოდზე

ვიდეო: „მწერენ, რომ უშნო ვარ… ჩემს სიგამხდრეზეა ისტერიკა…“ – რა პროცედურა გაიკეთა ცხვირის გასალამაზებლად რუსკა მაყაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g