LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ძალიან ცუდია იჯდე სასამართლოზე და ისმენდე, რომ ადამიანები, რომლის გამოც ცხოვრება დაგენგრა, თავს დამნაშავედ არ გრძნობდნენ, 5 წლის შემდეგ გამოვლენ და ჩვეულებრივ ცხოვრებას დაიწყენებენ” – ნინო ჩხატარაშვილი

2071
BeFunky-collage (4)

ნინო ჩხატარაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საბედისწერო დღეს იხსენებს, რა დროსაც მამა დაკარგა.

ტელეკომპანია ფორმულასთან” ნინო ჩხატარაშვილმა კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებზეც ისაუბრა.

ფოტო: “ამაზე სევდიანი სანახაობა ცოტა თუ მინახავს, დროში გაჩერებული მომენტივითაა…” – ჟურნალისტის ემოციური პოსტი ტრაგედიის ადგილიდან

“დამნაშავე არის სამი ადამიანი, რომლებიც დღეს თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, არანაირად არ აღიარებენ ამ ყველაფერს და უნდათ თავისუფლება, თუნდაც გირაოთი უნდათ გარეთ გამოსვლა. მე ყველაზე ნაკლებად მაქვს უფლება, თუნდა იმაზე დავიწყო საუბარი, რა როგორ უნდა იყოს, თუნდაც რამდენი წელი უნდა გაატარონ იქ.

მე და ჩემს სამეზობლოს, ვისაც ეს ტრაგედია შეგვეხო, ამით შვება არ გვექნება, მაგრამ ძალიან ცუდია იჯდე სასამართლოზე და ისმენდე, რომ ადამიანები, რომლის გამოც ცხოვრება დაგენგრა, თავს დამნაშავედ არ გრძნობდნენ.

რა თქმა უნდა, ეს არ იყო მათი ბრალი, მაგრამ ძალიან დიდი დრო იყო იმისთვის, რომ ადამიანურად მოქცეულიყვნენ და ყველა ხალხი გარეთ გამოეყვანათ.

თუნდაც, ის მუშა, რომელიც ჩემთან იყო ამოსული. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ჩემთვის რომ ეთქვა, 15 წუთი საკმარისი იყო, რომ მეთქვა იმ ხალხისთვის.

5 წლის შემდეგ გამოვლენ და ჩვეულებრივ ცხოვრებას დაიწყენებენ. ეს მუხლებია, რომელთანაც ჩვენ უძლური ვართო, ასეთი პასუხი გაგვცეს. არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, 5 წელი არაფერი არ არის”, – ამბობს ნინო ჩხატარაშვილი.

გაიცანით ბათუმის ტრაგედიის გმირი, ლუკა ჩორგოლაშვილი – „ის კაცი გადარჩა, სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა…“

 

 

შეგახსენებთ, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შემთხვევას, 9 ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი ემსხვერპლა, გადარჩა ერთი ადამიანი. სამაშველო ოპერაცია 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები.

პირველი სასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე – დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია.

ბათუმში დაანგრევენ 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა – შენობა ეტაპობრივად დაიშლება

“ამხელა ცოდვას ვერავის ავკიდებ” – გია შომახია კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევაზე

ვიდეო: ვკითხე ბავშვს რა დახატე მეთქი და მე და დედა ზეცაში მივდივართო…: ბათუმის ტრაგედიის დროს დაღუპული 12 წლის დათას მამა

magti 5g