მსახიობი მაკა ძაგანია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად სოფელში გადავიდა, ვენახი გააშენა და სამეურნეო საქმიანობას ეწევა, საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.
მაკა ძაგანიამ ახლახან „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე გამოაქვეყნა საკუთარი სახლის ეზოში გადაღებული მორიგი კადრები, რომელშიც ის აღნიშნავს:
„ძალიან ფრთხილად იყავით საკუთარ ფიქრებთან, ოცნებებთან და მანიფესტაციებთან. დიდი ხნის წინ, აქ ჩამოსული ვიყავი, ჯერ არ ვიცოდი, საიდან რა უნდა დამეწყო, მარტო ვიყავი, ფიქრებს გავყევი. მაშინ, ჩემს ფიქრებში აქ ვცხოვრობდი, ჩემს ეზოში ორი ძაღლი დარბოდა და ქათმები მყავდა. ახლა ვერ გამიგია, ფერის დირექტორი ვარ, თუ ზოოპარკის გამგე“, – აღნიშნავს მაკა ძაგანია.
@maka.dzagania აბა თქვენ როგორ ხართ🤩😍 ამ ვიდეოში ვერ მოხვდა ჩემი ორი კატა😅 ალფი და მაო🤩 სრული ვერსიითაც წარვდგებით თქვენ წინაშე😅😂 #სოფლისცხოვრება #villagelife ♬ Satie's Gymnopedie No. 1(1446763) – East Valley Music
