LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან რთული მისიაა რომ ანდროსგან გამოიყვანო სახელმწიფო გადამტრიალებლის ორგანიზატორი – იმედია ჭკუა ეყოფათ და სტრატეგიას შეცვლიან“ – გიორგი ბახუტაშვილი ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე

210
გიორგი ბახუტაშვილი

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან მსახიობები. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა გუშინ ღამით, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, აქციაც გამართა. მსახიობი და ტელესახე გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ „ძალიან რთული მისიაა რომ ანდროსგან გამოიყვანო სახელმწიფო გადამტრიალებლის ორგანიზატორი“:

„ახლა სისხლის სამართლის დანაშაულების აღძვრა დაიწყეს, სისულელე ბრალდებებით. იქნებ ეყოთ ჭკუა და შეცვალონ ბრალდება. ძალიან რთული მისიაა რომ ანდროსგან გამოიყვანო სახელმწიფო გადამტრიალებლის ორგანიზატორი. იმედია ჭკუა ეყოფათ და სტრატეგიას შეცვლიან. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიითაც არაფერი გამოუვათ მათთვის სასიკეთო“ – აცხადებს გიორგი ბახუტაშვილი „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

„მგონია, რომ ცუდი სიზმარია…როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბილ ლადენია“ – დოიაშვილი ჭიჭინაძეზე

ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებულები… მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს-ს განცხადება

„ჩვენ გავიმარჯვებთ“ — გიორგი ბახუტაშვილი

„ძალიან რთული მისიაა, რომ ანდროსგან [ჭიჭინაძე] გამოიყვანო სახელმწიფო გადამტრიალებლის ორგანიზატორი. იმედია ჭკუა ეყოფათ და სტრატეგიას შეცვლიან. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიითაც არაფერი გამოუვათ მათთვის სასიკეთო“ — გიორგი ბახუტაშვილი

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024
magti 5g