ძლიერი წვიმის გამო ქობულეთსა და რუსთავში ქუჩები დაიტბორა.
რუსთავის კადრებს სოციალურ ქსელში „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გიორგი მოსიაშვილი აქვეყნებს.
„14 მილიონი ლარი გადავიხადეთ სანიაღვრე სისტემაში…რუსთავი ახლა”, – წერს გიორგი.
ქობულეთში არსებულ ვითარებას კი სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა კომახიძე გვაცნობს.
„დატბორილი ქობულეთის ცენტრალური გამზირი”, – წერს ლაშა.
ცნობისთვის, დღეს ქუჩები დაიტბორა თბილისშიც, კერძოდ დიდ დიღომში.
დატბორილი ქობულეთის ცენტრალური გამზირი❗️
Posted by Lasha Komakhidze on Monday, 19 June 2023
