გიორგი მელაძე საზოგადოებას დასახმარებლად მიმართავს. მის დას, მარიამს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება. ოპერაცია თურქეთში უნდა ჩატარდეს. 45 000 დოლარია საჭირო იმისთვის, რომ ოპერაცია ჩატარდეს:
„მე მარიამზე 11 წლით დიდი ვარ. უფრო მეტ პასუხისმგებლობას განვიცდიდი. ყოველთვის ვფიქრობდი, ყოველთვის ვზრუნავდი მასზე, მამა-შვილური დამოკიდებულება გვქონდა, მარიამზე დიდი გულშემატკივარი არ მყავს და არც მას ჰყავს ჩემზე დიდი გულშემატკივარი და მეგობარი…“