მოქალაქე გიორგი მელაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს და „ფეისბუკზე“ წერს, რომ მისი 18 წლის სტუდენტ დას სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვა სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია მისი თურქეთში გადაყვანა:
„გამარჯობათ ხალხო თქვენი დახმარება მჭირდება, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით. ჩემს დას სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა თურქეთის კლინიკაში, 18 წლისაა ჯავახიშვილის სტუდენტია წელს ჩააბარა და ძალიან უნდა სწავლის გაგრძელება თქვენი დახმარების იმედი გვაქვს.
ერთი დადებითი ისაა, რომ დონორად მე გამოვდექი და მე უნდა გადავუნერგო ღვიძლი. 19 მარტს მივფრინავთ თურქეთში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საშუალება 45 000 დოლარის შოვნის ძალიან დიდი თანხაა, ამიტომ მჭირდება თქვენი დახმარება.
თითო ლარიც კი მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ამიტომ ძალიან გთხოვთ გულთან მიიტანეთ ჩვენი გაჭირვება და მაქსიმალურად დაგვეხმარეთ, არც ღმერთი და არც ჩემი ოჯახი ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთ.“ – წერს გიორგი მელაძე.
ანგარიშის ნომრები:
- „თიბისი“ ბანკი GE11TB7213445061100103
- საქართველოს ბანკი GE38BG0000000543458728
მიმღები: ზვიად მელაძე