ცნობილი ექიმი, ქეთევან ასათიანი “იმედის დღის” ეთერში 3 მარტს თავის რუბრიკას უძღვებოდა, როდესაც მოულოდნელად, სტუდიაში მისი მომღერალი ქალიშვილი გამოჩნდა და დედას სიმღერა მიუძღვნა. ექიმმა ამ ემოციურ მომენტში ცრემლები ვერ შეიკავა.
“ჩემს ემოციას ახლა ვერაფერი გამოხატავს ნამდვილად. უღრმესი მადლობა…“, აღნიშნა ქეთევან ასათიანმა.