LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

307
მიშა მშვილდაძე

„განუწყვეტელი შეგრძნება მქონდა, რომ ეს იყო დადგმული, ჩვეულებრივი ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“, რა უნდა დაეძახათ, სად უნდა დაერტყათ“, – განაცხადა „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ და მედიასთან მასზე თავდასხმის შესაძლო მოტივებზე ისაუბრა.

მშვილდაძის თქმით, გუშინ, მასზე განხორციელებული თავდასხმა შემთხვევით არ მომხდარა.

„ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება” – ქარტია და მედიაკოალიცია ხელისუფლებას მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ

იგი მომხდარს „დავალებას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ძალადობა მმართველი გუნდის პოლიტიკაა, რადგან სხვა სათქმელი არ აქვთ.

„ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა” - მიშა მშვილდაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

„ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა” - მიშა მშვილდაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

„გუშინაც ვიღაც სხვა „სასტავს“ დაესხნენ თავს. ანუ, გუშინაც კი, ასეთი ჩასაფრებული ძალადობის ერთადერთი შემთხვევა არ იყო.

ეს უკავშირდება ამ პროტესტს, იმას, რომ ესენი იმუქრებიან, რადგან სინამდვილეში სხვა სათქმელი არ აქვთ და ერთადერთი რითაც ახლა თავი უნდა გაიტანონ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა ის, რომ გცემთ.

იოსელიანი მშვილდაძეზე: დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი აზრის გამოხატვის გამო დევნას

დარწმუნებული ვარ, ის, რაც იქ დაიძახეს, იყო სპეციალურად დასწავლილი ფრაზა, მაგ კონტექსტში გადასულიყო, რომ მერე იმათ დამცველებს, პროპაგანდას, სათქმელი ჰქონოდა, აი, ეს მოხდა.

თორემ არავითარი კავშირი, რომ პატრიარქს ვაგინებ, არ ყოფილა. ჯერ ერთი პატრიარქისთვის არ შემიგინებია. ვაგინებ მდინარაძეს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, როცა შესაბამისად მოიქცევა და ა.შ.

ნინო წილოსანი: აბსურდულია კავშირი ჩემს განცხადებასა და ძალადობას შორის.. წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ვინც არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს

დაზიანებები ძირითადად სახის არეშია, ტანის არეში დარტყმა არ მიმიღია, 20 მცდელობა მაინც იყო, რომ როგორმე სახეში მოერტყათ.

როგორც ჩანს, დავალება იყო ასეთი, რომ დამტყობოდა, მერე ვიღაცას ესიამოვნა, მათ, ვისაც ჩემი დანგრეული სახის ნახვა ესიამოვნება.

 

“ერთადერთი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა ის, რომ გცემთ…” | მშვილდაძე

“ერთადერთი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა ის, რომ გცემთ… ვაგინებ მდინარაძეს, კობახიძეს, ივანიშვილს, პატრიარქს არა” | მშვილდაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Wednesday, 28 June 2023

 

განუწყვეტელი შეგრძნება მქონდა, რომ ეს იყო დადგმული, ჩვეულებრივი ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“, რა უნდა დაეძახათ, სად უნდა დაერტყათ, რომ მერე კამერებთან რომ დავდგებოდი, გამოჩენილიყო და თავის „ხაზეინებთანაც“ ჩათვლოდათ, დავალება შესრულებულია“. – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

ცნობისთვის, მიშა მშვილდაძემ გუშინ განაცხადა, რომ მას უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია.. ძალადობა არის ტელევიზიების მხრიდანაც. პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ, ეს არის პასუხი, იმ ძალადობაზე, რასაც თქვენ აკეთებთ“ – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g