LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს იყო დაუჯერებელი“ – ნინი ბრეგვაძემ The Voice-ის ნახევარფინალში ფურორი მოახდინა: ნახეთ, როგორ შეაფასა ჟიურიმ მისი გამოსვლა

8481
ნინი

შტატებში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა ნინი ბრეგვაძემ სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Nini Iris, ამერიკული The Voice-ის ნახევარფინალში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ნინიმ სიმღერა „No Time To Die“ შთამბეჭდავად შეასრულა და ამ გამოსვლით კიდევ ერთხელ დაიმსახურა ჟიურის წევრების ემოციური შეფასება.

„მე შენი გულშემატკივარი ვარ“, – უთხრა ნინის მისმა მწვრთნელმა, ნაილ ჰორანმა და ამასთან, აღნიშნა, რომ Nini Iris-ის სახელი დიდხანს დარჩება ამერიკელი მსმენელის მეხსიერებაში.

ამერიკელ მსმენელი დარწმუნებულია, რომ ნინი ბრეგვაძე The Voice-ის ფინალურ სამუელში იქნება

ფინალში მოსახვედრად ნინის ხმები და მხარდაჭერა სჭირდება, რისთვისაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები ყველაზე მეტად უნდა გაერთიანდნენ.

როგორ არის შესაძლებელი ნინი ბრეგვაძის ამერიკის The Voice-ის ფინალში მოსახვედრად ხმის მიცემა

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ნინი ბრეგვაძე სხვა კონკურსანტებთან ერთადაც წარდგა სიმღერით „Don’t Blame Me!“.

ვიდეო: ნინი ბრეგვაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა The Voice-ის ნახევარფინალში და ფეხზე წამომდგარი ჟიური

წლევანდელი The Voice-ის მწვრთნელები არიან ჯონ ლეჯენდი, რება მაკენტაირი, გვენ სტეფანი, და ნიალ ჰორანი. ნინი სწორედ One Direction-ის ყოფილი წევრის, ნაილ ჰორანის გუნდშია.

ვიდეო: „მან ეს შეძლო“, „რა მაგარია“ – ნახეთ ნინი ბრეგვაძისა და ნაილ ჰორანის გულწრფელი ემოციები, მას შემდეგ რაც, ნინის ნახევარფინალში გადასვლის ამბავი გაიგეს
„ნინი ნახევარფინალში ამერიკამ და ამერიკელებმა გადაიყვანა, დიდი შანსი აქვს გაიმარჯვოს“ – ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

ნინი ნახევარფინალში, 9 საუკეთესო მონაწილეთა შორის, The Cure-ის 1989 წლის ჰიტის Love song შესრულებით მოხვდა. მსოფლიოს

ყველაზე პოპულარული მუსიკალური გამოცემა „ბილბორდი“ ნინი ბრეგვაძის The Voice-ში გამოსვლას ფენომენალურს უწოდებს: „ძნელია აჯობო რობერტ სმიტს, მაგრამ ნინიმ ეს შეძლო.

„ძნელია, გადაუსწრო რობერტ სმიტს, მაგრამ ნინიმ ეს შეძლო“ – „ბილბორდი“ ნინი ბრეგვაძის შესრულებას საუკეთესოს უწოდებს

ვიდეო: „შენ საუკეთესო ტალანტი ხარ ამ კონკურსში..“ – როგორ შეაფასა ჟიურიმ ნინი ბრეგვაძის გამოსვლა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები