LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს მინდა, რომ ნახოთ – გია მაჭარას და ჩემს სიმღერას 60 ათასი ადამიანი მღერის.. დაუჯერებელ ვიდეოებს მიგზავნიან!“ – რა კადრებს აქვეყნებს ირმა სოხაძე

2447
ირმა სოხაძე

24 წლის წინ შექმნილი სიმღერა, „გაიღიმე“, რომლის ტექსტიც ირმა სოხაძეს ეკუთვნის, მუსიკა კი გია მაჭარაშვილს, გამარჯვებისა და საფეხბურთო ჰიმნად იქცა.

ექსკლუზივი: როგორ შეხვდა „გაიღიმეს“ ტექსტის ავტორი ირმა სოხაძე სიმღერის საფეხბურთო ჰიმნად ქცევას: „ჩემს სიტყვებს ხალხი ყველგან მღერის… ფანებმა აიტაცეს ეს სიმღერა. მე და გია მაჭარაშვილი ძალიან ბედნიერები ვართ!..“

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ, 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა უამრავი ვიდეო, რომელშიც ამ სიმღერას ასრულებენ არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრები, არამედ თავად ფეხბურთელებიც.

ვიდეო: „ზღაპრის ბოლო კეთილი იქნება ყოველთვის – დიდი გამარჯვებები შორს არ იქნება“ – მერაბ სეფაშვილი გამარჯვების ჰიმნად ქცეულ სიმღერაზე

სიმღერის ტექსტის ავტორი, ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც „დინამო არენაზეა“ გადაღებული – საქართველო-საბერძნეთის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი ერთხმად მღერის სიმღერას „გაიღიმე“.

„კიდევ და კიდევ მიგზავნიან მეგობრები დაუჯერებელ ვიდეოებს! ყველა არა, მაგრამ ეს მინდა, რომ ნახოთ, გია მაჭარას და ჩემს სიმღერას 60 ათასი ადამიანი მღერის“, – წერს ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში.

კიდევ და კიდევ მიგზავნიან მეგობრები დაუჯერებელ ვიდეოებს!❤️💥 ყველა არა, მაგრამ ეს მინდა, რომ ნახოთ😍 გია მაჭარას და ჩემ სიმღერას 60 ათასი ადამიანი მღერის😁💝💝💥

Posted by Irma Sokhadze on კვირა, 31 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები