„რუსთავი 2“-ის გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“, ახალი თაობის, საზოგადოებისთვის ცნობადი წარმომადგენლები ასევე ცნობად მშობლებთან ერთად სტუმრობდნენ.
გადაცემის სტუმარი იყო ცნობილი „რანინელი“, მომღერალი მათე მარტიაშვილი, რომელიც „დილა მშვიდობისა საქართველოს“ დედასთან, ასევე მომღერალ თინათინ ჭულუხაძესთან ერთად ეწვია.
11 წლის მათემ გადაცემაში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამასთან, შესანიშნავად იმღერა გოგი ცაბაძის ცნობილი კომპოზიცია „შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი“.
„მათე ჩამოყალიბებული მომღერალია ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ხმის ტემბრით“, „როგორი ტკბილი და გულში ჩამწვდომი ხმა აქვს“, „უნიჭიერესი დედის, უნიჭიერესი შვილი“, „ეს რა ბიჭი გამოზრდილა, ქართული მუსიკის საამებლად“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
მათე მარტიაშვილი – შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი ❤️მათე მარტიაშვილი – შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი ❤️
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2024