LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფეხით ვწერდი კლავიატურაზე… ყველას აინტერესებდა, ნეტა როგორ წერს ეს ბავშვიო… დავიბადე ხელების ანომალიით, მარტივად რომ ვთქვა ხელების გარეშე… ვერც კი წარმომიდგენია, რომ ხელებით ჩემი ცხოვრება ამაზე მეტად საინტერესო იქნებოდა“ – რას ჰყვება აბიტურიენტი გიორგი ზარქუა

2125
გიორგი ზარქუა

წელს ყველაზე ცხელი ზაფხული აბიტურიენტებს დაუდგათ, ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ 3 ივლისს დაიწყო. გიორგი ზარქუა ერთ-ერთია იმ აბიტურიენტებს შორის, რომელიც წელს გამოცდას აბარებს და სტუდენტობას მოუთმენლად ელოდება.

გიორგი „პალიტრა ვიდეოს“ უყვება, რომ ანომალიით – ხელების გარეშე დაიბადა, თუმცა ამბობს, რომ ამას მისთვის ხელი არასოდეს შეუშლია და პირიქით, გიორგის თქმით მის ცხოვრებაში ეს ერთგვარ გამოწვევად იქცა.

აბიტურიენტს სჯერა, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს:

„დარეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი – მინდა თითოეულს წარმატება ვუსურვო“ – ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა

„ფეხით ვწერდი კლავიატურაზე, რეალურად ქართულში ორმაგი დრო მომცეს, 6 საათი, გამოვიყენე 3 საათი და 52 წუთი, მარტო ვიყავი 2 დამკვირვებელთან, ფაქტიურად მთელ NAEC- თან ერთად, ყველას აინტერესებდა ნეტა როგორ წერს ეს ბავშვიო…

დავიბადე ხელების ანომალიით, მარტივად რომ ვთქვა ხელების გარეშე ამას რა თქმა უნდა ჩემს ცხოვრებაში ხელი არასოდეს შეუშლია, პირიქით გამოწვევა გამოწვევაზე მოდიოდა, უფრო საინტერესო გახადა ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ხელებით ჩემი ცხოვრება ამაზე მეტად საინტერესო იქნებოდა… ვფიქრობ, რომ კარგად, ნორმალურად დავწერე გამოცდა…

მონიშნული მაქვს ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები… მინდა რომ ფსიქოლოგი – პოლიტიკისკენ წავიდეს ჩემი კარიერა“ – ამბობს გიორგი ზარქუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g