მომღერალმა მარიამ ელიეშვილმა და მისმა მეუღლემ, ბიზნესმენმა გიორგი მჭედლიშვილმა ქორწილი ფილადელფიაში გადაიხადეს.
ქორწილში სტუმრად იმყოფებოდნენ, ემიგრაციაში მყოფი ქართველი მომღერლები, ნინი წიკლაური ბენდთან ერთად და ნინი შერმადინი.
ფილადელფიაში გამართული ქართული ქორწილის ორგანიზატორი კი იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი იყო.
ვახო სოციალურ ქსელში ქორწილის კადრებს გვიზიარებს და წერს:
„გუშინდელი ქართული ქორწილი ფილადელფიაში, ეს იყო ჩემი დებიუტი როგორც “EVENT MANEGER”-ი, ხარისხიან ვიდეოსაც შემოგთავაზებთ ცოტა ხანში, პირველ რიგში მადლობა ჩემს მეგობრებს გიორგის და მარიამს, რომ მანდეს ქორწილის შემოქმედებითი მხარე დიდი მადლობა“.
ვიდეო: მარიამ ელიეშვილმა და მისმა მეუღლემ გიორგი მჭედლიშვილმა ჯვარი დაიწერეს