LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფილარმონიის დაცვას გაუსხლტა, მოულოდნელად სცენაზე ამოვიდა ასაკოვანი ქალბატონი, როიალთან მყოფს მომიახლოვდა და ათრთოლებულმა მითხრა..“ – ნიკოლოზ რაჭველი ემოციურ კადრებს აქვეყნებს

616
BeFunky-collage (4) (1)

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი ერთ-ერთი კონცერტის მსვლელობისას გადაღებულ ემოციურ მომენტს უზიარებს გულშემატკივრებს.

ნიკოლოზ რაჭველი წერს უცნობი ქალბატონის შესახებ, რომელიც სრულიად მოულოდნელად ავიდა სცენაზე, რათა მისდამი მადლიერება გამოეხატა.

„მეხსიერების ბარათის“ ერთ-ერთი კონცერტის მსვლელობისას ფილარმონიის დაცვას გაუსხლტა და მოულოდნელად სცენაზე ამოვიდა ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც როიალთან მყოფს მომიახლოვდა და ათრთოლებულმა მითხრა, რომ შთაბეჭდილებისა და ემოციისგან თავი ვერ შეიკავა და რომ საკუთარი შვილივით ვუყვარვარ…

მე დავიბენი, შემეშინდა, რომ ორკესტრის დაკვრას საფრთხე არ შექმნოდა და ლაკოინურად გამოვხატე მადლიერება, არადა:)

 

“მეხსიერების ბარათის” ერთერთი კონცერტის მსვლელობისას ფილარმონიის დაცვას გაუსხლტა და მოულოდნელად სცენაზე ამოვიდა ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც როიალთან მყოფს მომიახლოვდა და ათრთოლებულმა მითხრა, რომ შთაბეჭდილებისა და ემოციისგან თავი ვერ შეიკავა და რომ საკუთარი შვილივით ვუყვარვარ… მე დავიბენი, შემეშინდა, რომ ორკესტრის დაკვრას საფრთხე არ შექმნოდა და ლაკონურად გამოვხატე მადლიერება, არადა სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე გულის ამაჩუყებელი და დაუვიწყარი წუთები სცენაზე:)
დიდი მადლობა ყველას, ვისაც ასეთი გულთბილი, კეთილი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება აქვს ჩემსა და ჩემი საქმის მიმართ! ??♥️

Posted by Nikoloz Rachveli on კვირა, 04 თებერვალი, 2024

დიდი მადლობა ყველას, ვისაც ასეთი გულთბილი, კეთილი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება აქვს ჩემსა და ჩემი საქმის მიმართ!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები