LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფრთები მართლა გქონია გოგო და ზუსტად ვიცი, ახლა დაფრინავ იქ, სადაც დემონებს არ უშვებენ“ – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მონოლოგი მოკლულ კესარია აბრამიძეზე

575
2024-09-25_23-30-25_633157

ნანუკა ჟორჟოლიანმა მოკლულ ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს საკუთარ გადაცემაში ემოციური მონოლოგი მიუძღვნა.

„დაკრძალვის დღეს კესარიას სასახლეზე თეთრი მტრედი დაფრინდა. არ მოშორდა სასახლეს. იჯდა მშვიდად და ადამიანების არ ეშინოდა. ვინც კესარიას იცნობდა, იცოდა მისი მანერა. მტრედიც ასე დამაჯერებლად იყურებოდა.

ფრთები მართლა გქონია გოგო და ზუსტად ვიცი, ახლა დაფრინავ იქ, სადაც დემონებს არ უშვებენ“, – საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ჯაიანს ეკუთვნის წესის აგება, როცა გადავა მარადისობაში“? – დედა სიდონია

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g