LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს… ძალიან გახარებული ვარ… მეორე შვილიშვილს ველოდები 26 ოქტომბერს…“ – რომ არა პოლიტიკა, რა პროფესიაში იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი, რა სახის დასვენება უყვარს პრეზიდენტს და მისი საყვარელი სერიალები

225
სალომე ზურაბიშვილი გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“

შეხვედრა შვილიშვილთან და სახლში მარტო ყოფნა – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას, რა სახის დასვენება უყვარს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ პოლიტიკის მიღმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არა პოლიტიკა, ისტორიკოსი ან ჟურნალისტი იქნებოდა.

ისაუბრა მის საყვარელ სერიალებზე.

„გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს, ვუყურებ სერიალებს ღამით, როდესაც საჭიროა გამოეთიშო რაღაც ფიქრებს, ძალიან მიყვარს ამერიკული სერიალები. ნაკლებად მიყვარს ფილმები.

ამჟამად, არც მახსოვს რას ვუყურებ, მაგრამ სახლში რომ მივდივარ, საღამოს Netflix მაქვს ჩართული“

🍿📺 „გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს…“ | სალომე ზურაბიშვილის საყვარელი სერიალები

🍿📺 „გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს…“ | სალომე ზურაბიშვილის საყვარელი სერიალები

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მალე ორგზის ბებია იქნება.

„ერთი შვილიშვილი მყავს, იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი მეყოლება, მაგრამ მეორეს ველოდებით 26 ოქტომბერს და ძალიან გახარებული ვარ“

❤️🫂 „ძალიან გახარებული ვარ… მეორე შვილიშვილს ველოდები 26 ოქტომბერს…“ | სალომე ზურაბიშვილი

❤️🫂 „ძალიან გახარებული ვარ… მეორე შვილიშვილს ველოდები 26 ოქტომბერს…“ | სალომე ზურაბიშვილი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები