LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თეა დარჩია: „ძალიან ბევრ რამეზე ვბრაზდები… ამ ქვეყანაში რამდენი ბავშვია მშიერი?“

171
თეა და მარიამი

თეა დარჩიამ და მისმა ქალიშვილმა უპასუხეს ლელა წურწუმიას კითხვას, თუ რა არის ბოლო ისეთი მოვლენა საქართველოში, რომელმაც მათი გაბრაზება გამოიწვია.

მარიამმა კორონას პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა:

„კორონას დროს ხალხი სოციალურ ქსელში ძალიან დაუნდობელი იყო. სახლში რომ ვისხედით ორი თვე, სულ მაინტერესებდა და ვფიქრობდი, როგორ უნდა შეეხედათ ერთმანეთისთვის თვალებში…“

თეა დარჩია:

„ძალიან ბევრი რამ მოხდა გასაბრაზებელი. უახლესი ისტორია უნდა მოგიყვე. ძალიან ბევრი რამ მაბარზებს, ამოვიდა ყელში ამ ტყუილსა და მარაზმში, რაშიც ვართ. არ შეიძლება ასე. ვერც მაგალითებით ვისწავლეთ, ვერც ისტორიიდან, ვერც სხვისი შეცდომებიდან ვისწავლეთ და ვერც საკუთარიდან. ეს ყველაფერი მოიცავს ბევრ რამეს… პირველ რიგში, ქვეყანაში არც ერთი ბავშვი მშიერი არ უნდა იყოს და რამდენი ბავშვია მშიერი? ეს არის მოსაგვარებელი. რა აღმატებულ აზრებსა და ფიქრებზეა საუბარი, როცა ბავშვი ტირილით დაღლილი მშიერი იძინებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები