LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაზიანი სასმელის ქილა Nissan-ის ბამპერზე უფრო გამძლე აღმოჩნდა

32
nissan

ქსელში ბევრნაირი ეფექტური ექსპერიმენტის პოვნაა შესაძლებელი და მათ უმრავლესობას თავად ავტომფლობელები ატარებენ.

ზოგიერთ ავტომოყვარულს მანქანის დეტალების გამძლეობის შემოწმება სურს და ამისთვის სულ სხვადასხვა მეთოდებს პოულობს. ასე მოიქცა Nissan 370Z-ის მფლობელი, რომელმაც წინა ბამპერი ფაქტობრივად გაზიანი სასმლის ქილას შესწირა. ექსპერიმენტის პროცესი, რომლის შედეგიც საკმაოდ მოულოდნელი იყო, მამაკაცმა ფორუმზე Reddit გაავრცელა.

ექსპერიმენტის დროს ავტომფლობელმა გაზიანი სასმლის ქილა ავტომობილის ბამპერის წინ დადგა, შემდეგ კი სპორტქარი მკვეთრად დაუშვა. მანქანის დეტალმა ზეწოლას ვერ გაუძლო და დეფორმირდა. ამასთან, ქილა სრულიად უვნებელი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები