„ეს ხდება მხოლოდ აქ. მაყურებელმა უნდა იცოდეს, წარმოუდგენელი რაღაცები ხდება ჩვენთან. უდიდესი მადლობა, რომ იყავით ამ პროექტის ნაწილი….“ – მას შემდეგ, რაც ღრუბელმა პროექტში „ვინ ვინ არის“ ნიღაბი ჩამოხსნა, გადაცემის წამყვანი მაკა ზამბახიძე და ჟიურის წევრები გაოცებას ვერ მალავდნენ.
ანრი ჯოხაძემ აღნიშნა, რომ მისი ხმა ოსტატურად იყო შენიღბული და ვერ მოახერხა მომღერლის ამოცნობა.