„დღის პოსტის“ ეთერს გია და ნინო დავითიანები ესტუმრნენ და მამა-შვილობაზე ისაუბრეს.
გიამ აღნიშნა, რომ მისი ქალიშვილი თავიდან არასერიოზულად უყურებდა სიმღერის ამბავს – „ამას წინათ ნინუცას შეეკითხნენ, მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვსო და უპასუხა, რაც წლებით ვუახლოვდებით ერთმანეთს, უფრო კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ვიდრე ახალგაზრდობაშიო. მოინდომა ნინუცამ და სხვათა შორის, გამოსდის, ძალიან ლამაზი ტემბრი აქვს. არასდროს არის გვიან, მე 45 წლის ასაკში აღმომაჩინა გურამ თამაზაშვილმა. პირველი ორი დღე შეშინებული და გაკვირვებული ვიყავი. მე ინსტრუმენტალისტი ვიყავი…
ნინუცა:
გია გადასარევი მამაა, ძალიან ჩართული იყო, სხვათა შორის, დედაჩემზე მეტად, მამაჩემი იყო ჩართული ჩემს სწავლაში. დღესაც მწერს, მალე მიდი სახლშიო (იღიმის). ძირითადად, ეს პრობლემა ჰქონდა. ძალიან მიყვარდა კარაოკეში სიარული, ბოლოს დავიწყე მუშაობა, რომ გიას აღარ ეთქვა, როდის მიხვალ სახლშიო.
პირადულს თუ უზიარებ მამას?
გია:
პირადული ცოტა ადრე რომ გაეზიარებინა, კარგი იქნებოდა…
ნინუცა:
თუ დარწმუნებული ვარ, რომ გასაზიარებელია, აუცილებლად ვუზიარებ…
გია:
თავის დროზე უნდა გადადგმულიყო ისე ეს ნაბიჯი, რომ ნინუცა დღეს ყოფილიყო წარმოდგენილი მეუღლესთან ერთად. ეს ამბავი სენია, მგონი, ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს, ჩემი მეგობრის შვილი, გაშორებული რომ არ იყოს მეუღლეს… ყველა გაშორებულია. მოდაში შემოვიდა, თუ რა არის?