გადაცემა „სიკეთე მარტივია“ დედალამაზიშვილების ოჯახს სტუმრობდა.
როგორც ირკვევა, „მგზავრების“ სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი ოჯახთან ერთად ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.
როგორც გიგიმ აღნიშნა, ბინას 3 წლის განმავლობაში არემონტებდნენ.
მისი მეუღლის, მარინა კარპის თქმით, მათ სურდათ ბინა მაქსიმალურად ნათელი გამოსულიყო.
გადაცემის ჩაწერისას, გიგის და მარინას სტუმრად გიგის დედაც ეწვია.
ციცი ფალავანდიშვილმა გადაცემაში რძალთან 13-წლიანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარინა მისი შვილია.
აღნიშნული დაადასტურა მარინამაც და თქვა, რომ თავს ნამდვილად მესამე შვილად გრძნობს.
ციცი ფალავანდიშვილი: მარინა ჩემი შვილია. მარინა მიღებს ისეთს, როგორიც ვარ და მეც ასე უნდა მივიღო.
როცა ვხედავ, რომ ჩემი შვილი ბედნიერია, ამით ვარ ორმაგად ბედნიერი.
არ შეიძლება შვილს ჩაეჭიდო და იყო ეგოისტი. არა, უნდა მოანატრო კიდევაც თავი.
მე მიყვარს მარინა იმიტომ, რომ მართლაც სამაგალითო ცოლია.
ერთმანეთთან არიან შერწყმულები და ამიტომ არასდროს არ უნდა ჩაერიოს არავინ მათ ურთიერთობაში.
მარინა კარპი: მე არ ვთვლი ციცის ჩემს დედამთილად. ვთვლი, რომ ჩემი მეგობარი და ჩემი დედაა, იგივე, როგორც ნინისი და გიგისია.
მესამე შვილი ვარ, ასე ვგრძნობ და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, ასე რომ მოხდა.