ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა მეუღლეს, კახა კაშიას დაბადების დღეს ულოცავს.
ნანუკა „ინსტაგრამზე“ ემოციურ კადრებს ავრცელებს და წერს, რომ ყველაზე ბედნიერი ქალია ამ სამყაროში:
„გილოცავ კახა კაშია, ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ ამ სამყაროში! ჩემი შვილების სუპერგმირო მამიკო, ღმერთმა ბედნიერი მიმყოფოს შენი თავი! მთელი ცხოვრება მინდა შენთან… ყველას ყველაზე მეტად ამ ოჯახში კახა კაშია გვიყვარს, ღმერთო მადლობა ამ საოცარი ადამიანისთვის…“ – წერს ნანუკა გულუა.
