LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გიო პატარაობიდანვე ამბობდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო, ოჯახიც სულ ვფიქრობდით, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გამოვიდოდა, ძალიან ამაყი ვარ“ – გიორგი მიქაუტაძის და

316
გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამორჩეული და ისტორიული თამაშების შემდეგ, ნაკრების წევრის, გიორგი მიქაუტაძის და – ანა მიქაუტაძე სპორტულ პორტალ Geo Team-თან საკუთარ ემოციებზე საუბრობს.

ვიდეო: „ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, მიხარია, საქართველოს ნაკრების მაისურით რომ ვთამაშობ და ჩემს ქვეყანას ვახარებ“ – გიორგი მიქაუტაძის ემოციები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

როგორც ანა აღნიშნავს, მის ოჯახს თავიდანვე ჰქონდა რწმენა, რომ გიორგი დიდი ფეხბურთელი გახდებოდა:

„ძალიან გახარებული ვარ, ნაკრების და გიოს ერთობლივ პირველ თამაშზე მოვდივარ, ეს მომენტი ძალიან ემოციურია.

გიორგი ძალიან წყნარია, სულ იღიმის, სულ კარგ ხასიათზეა.

[ბავშვობაში] ფრანგულად რომ ვიწყებდით საუბარს, დედიკო მოდიოდა: „ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია“. ვცდილობთ, რომ ქართულად ვილაპარაკოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გიოს გოლებით ძალიან გახარებული ვიყავი, ძალიან ამაყი ვარ.

გიო პატარაობიდან სულ ამბობდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. ჩვენც სულ ვფიქრობდით, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გამოვიდოდა და აი შედეგი – თამაშობს ეროვნულ ნაკრებში და საფრანგეთის კლუბშიც“, – აღნიშნა ანა მიქაუტაძემ.

🎙 "გიო პატარაობიდანვე იძახდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა. ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ. ფრანგულად ვიწყებთ ლაპარაკს და დედიკო მოდის და გვეჩხუბება, ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მშობლიური ენაო." – გაიცანით ანა, გიორგი მიქაუტაძის და 😍

Posted by Geo Team on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2024

პოპულარულები