LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიორგი ყიფშიძე ბიშკეკში მკურნალობაზე: „სამი თვის წინ რომ გადავხედო, რა ხდებოდა ჩემს თავს, ვიყავი უიმედო, ყურებჩამოყრილი, გაუბედურებული ადამიანი. უცბად გამოჩნდა კეთილი ადამიანი, რომელმაც ჩადო ჩემში ინვესტიცია…“

598
გიორგი ყიფშიძე

გიორგი ყიფშიძე „იუთუბ“-გადაცემის „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ სტუმარი იყო, სადაც თავისი ცხოვრების მეორე შანსზე ისაუბრა. ის იმყოფებოდა ბიშკეკში და გადიოდა რეაბილიტაციის კურსს, ებრძოდა ნარკოდამოკიდებულებას:

„მეორე შანსი მომეცა ცხოვრებაში ნამდვილად. კეთილმა ადამიანმა მაჩუქა ეს შანსი და მივიღე ბოლომდე, მაქსიმალურად… სამი თვის წინ რომ გადავხედო, რა ხდებოდა ჩემს თავს, ვიყავი უიმედო, ყურებჩამოყრილი, გაუბედურებული ადამიანი. უცბად გამოჩნდა კეთილი ადამიანი, რომელმაც ჩადო ჩემში ინვესტიცია. მე ამას არავისგან ველოდებოდი. გაოცებული ვარ. ყოველდღე მის სახელს ვიხსენებ, მიწერია, როგორც ჩემი მფარველი ანგელოზი. ასპროცენტიანი ასეა. აქედან გამოძვრომის მეთოდი თუ არსებობდა, არ ვიცოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები