LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გიორგის ბიოლოგიურ მშობელს დღემდე ვეძებ. თუ ცოცხალია, მივიღებ, გეფიცებით!“ – გამზრდელი დედა – ნანა

324
BeFunky-collage

გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ განაგრძობს საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანების შესახებ ისტორიების გაცნობას. ამჯერად, გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი დაეთმო ქალს, რომელმაც მეუღლის უნაყოფობის გამო, შვილი იშვილა, გაზარდა და ახლა უკვე მის შვილიშვილსაც ზრდის.

„ვუძლებ ყველაფერს ტკივილს, შრომას, აღზრდას..ჩემი შვილიშვილის სიყვარული მაძლებინებს ალბათ, ძალიან კარგი შვილი გამომადგა, მაპატიეთ და, ხუთიც რომ მყოლოდა ერთიც არ შეედრებოდა მას, გიორგი ზრდილობიანი და ღვთისნიერი ადამიანია..
ქმარს რომ გავშორებოდი, ძმამ პირდაპირ მითხრა, რომ ოჯახში არ მიმიღებდა, თავს ვერ შევირცხვენ, სახელი მაქვსო..

ჩემი მეუღლის მადლობელი ვარ, ჩემთან და გიორგისთან ერთად ძალიან ბევრ პრობლემას გაუმკლავდა.. მე გადავწყვიტე დავრჩენილიყავი და ქმრის გვერდით მეცხოვრა, მაგრამ გიორგისთან დაკავშირებით, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, არ უნდოდა.. შვილის აყვანის გადაწყვეტილება ჩემმა ქმარმა მიიღო,დღემდე ერთგული მამაა..

გიორგი, საბავშვო ბაღის ტუალეტში ვიპოვე.. იქ ვმუშაობდი 9 წელი, გიორგი დავინახე, თვალებით რომ გეუბნება მიშველეო, 9 თვის გახდა ჩემს ხელში, ავიყვანე და ჩავიხუტე, დღემდე ჩახუტებული მყავს.. დედა მოვიძიეთ და მითხრა, რომ ფინანსურად ძალიან უჭირდა, ვერ გაზარდა.. მასზე ცუდს ვერ ვეტყვი.. მიჭირსო და ფული მოითხოვა.

მე ვუთხარი ფულს ვერ მოგცემ, მაგრამ ოქრო მქონდა და ბავშვი გადმომცა, დღემდე შენახული მაქვს ხელწერილები, რომ სადავო არ გამხდარიყო. გიორგის ბიოლოგიურ მშობელს დღემდე ვეძებ. თუ ცოცხალია, მივიღებ, გეფიცებით!

გიორგი, სადღაც მე-6 კლასში იქნებოდა, როდესაც მომაკითხა, 20 ლარიანი ჰქონდა გახვეული, ერიდოებოდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა და მაგიდაზე დადო ეს 20-ლარიანი. გიორგი გასწია ეს ფული და მე ფულში გამყიდეო, უთხრა და არ აიღო.. გიორგი არ პატიობდა დედას.

“გიორგის ბიოლოგიურ მშობელს დღემდე ვეძებ. თუ ცოცხალია, მივიღებ, გეფიცებით!” – გამზრდელი დედა – ნანა

“გიორგის ბიოლოგიურ მშობელს დღემდე ვეძებ. თუ ცოცხალია, მივიღებ, გეფიცებით!” – გამზრდელი დედა – ნანა
⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:
https://instagram.com/nanukashow
? ნანუკას ?????? გვერდი:

@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on ოთხშაბათი, 31 იანვარი, 2024

გიორგიმ ცოლი მოიყვანა, ცოლმა შვილი დაუტოვა და წავიდა.. ალბათ, ვერ იყო მზად ოჯახისთვის..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები