გადაცემა „გვიანი დილა“ ზუკა ხუციშვილსა და მაია ჯორჯაძეს სახლში ესტუმრა.
ზუკამ და მაიამ, ყველასათვის საყვარელი მომღერალი, გიო ხუციშვილი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ამასთან, ცნობილმა დედა-შვილმა გიოს სიმღერები ერთობლივად შეასრულეს.
ზუკა ხუციშვილი: მამა კედელი იყო. იცოდი, რომ ზურგს უკან უზარმაზარი ძალა იყო. მოსიარულე რჩევა იყო მთელი ცხოვრება. იმის ნახევარი მაინც თუ გამომივა ცხოვრებაში, რაც მან მოასწრო, არ ვიცი.
როგორ მოასწრო არ ვიცი. სიკეთეც დათესა, ბევრი იმღერა, ბევრი მოილხინა…
გიოსნაირად ვერ იმღერებ, რაღაცნაირი ტკივილიც ჰქონდა გულში, სიხარულიც, ოდნავ ასე თუ შევძელი სიმღერა გამიხარდება…ცხოვრებისეული გზა რაც გაიარა, იმას მღეროდა სულ.
მაია ჯორჯაძე: სულ რაღაცას ცვლიდა, რაღაცას იგონებდა. უცებ მეტყოდა, მოდი იმათ შევხვდები, მოვიყვან და ახალი ბენდი გავაკეთოთ. მერე ერთ-ორ წელში ეს მობეზრდებოდა, თავიდან დაიწყებდა.
ერთხელ რაღაც სიმღერა დავწერე, ერქვა „მიყვარხარ“, რომელსაც გიო მღერის, (სხვათა შორის მინდა მაგის თავიდან გაკეთება) და რადიოში წაიღო, პრემიერა გაკეთდა რადიოში.
ასე თქვა, რომ მუსიკა მაიასი და ტექსტი ჩემიაო, რომ გამოვიდა ვუთხარი, გიო არ შეგრცხვა, გაგეფრთხილებინე მაინც-მეთი…და მითხრა რა მნიშვნელობა აქვსო…(იცინის).
ვიდეო: ნატო გელაშვილმა, „ჭოხოებმა“ და ზუკა ხუციშვილმა მთელი დარბაზი აამღერეს