ოთო ნემსაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ესტუმრა.
დღეს შესანიშნავი ქართველი მომღერლის გოგი დოლიძის დაბადების დღეა და ამ თარიღის აღსანიშნავად ოთომ მისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა „რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს“ შეასრულა.
ოთო ნემსაძეს აკომპანემენტი ლევან ჩხაიძემ გაუწია.
გოგი დოლიძეს დღეს 69 წელი შეუსრულდებოდა…