„რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის „გული მღერის“ მესამე სეზონის დასკვნით ეპიზოდში, მაყურებლის წინაშე მომღერლები მორიგი ქართული კომპოზიციებით წარდგნენ.
აღნიშნულ გადაცემას სტუმრობდნენ პატარა მომღერლებიც „ვოკალის აკადემიიდან“ – „რანინელი“ გიორგი შაშვიაშვილი და ნინა ახვლედიანი.
ვიდეო: ,,უსაზღვროდ მუსიკალური ბიჭი”-გიორგი შაშვიაშვილის – Al Monte
გიორგიმ და ნინამ შეასრულეს სიმღერა „წუნა და წრუწუნა“ ამავე სახელწოდების ცნობილი ანიმაციური ფილმიდან და მაყურებლის უამრავი დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს.
„გული მღერის, სული ხარობს, ასეთი კარგი მომავალი რომ გვეზრდება საქართველოს“, „უნიჭიერესი მომავალი თაობა“, „სუპერ შესრულება“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
💫„წუნა და წრუწუნა"- „ვოკალის აკადემია💫
Posted by გული მღერის • Guli Mgheris on შაბათი, 26 ივლისი, 2025