LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გულისცემა შეწყდა.. ზღაპარში ვართ, სამოთხეში.. არ მეგონა, დედამიწაზე ასეთი ადგილი თუ არსებობდა“ – „შუადღის“ წამყვანების ემოციები თუშეთიდან

382
Untitled design

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „მთის დღეები“ აღინიშნება.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი ტრადიცია გამოგვივიდა“, „კოცონთან შეკრებილ სტუმრებს ნიკა წულუკიძე, გელა დონაძე და კვარტეტი უმასპინძლებენ“ – როგორ აღინიშნება „მთის დღეები“ 

„მთის დღეებს“ მასპინძლობს თუშეთიც, სადაც მთის თემატიკისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

თუშეთს ესტუმრნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის – „შუადღის“ წამყვანები ნინუცა ორჯონიკიძე და ანა კოშაძეც.

როგორი ემოციები ჰქონდათ ტელეწამყვანებს თუშეთის ნახვის დროს – ანას და ნინუცას შთაბეჭდილებების შესახებ ვიდეო გადაცემის ინსტაგრამის გვერდზე გავრცელდა:

„ზღაპარში ვართ, სამოთხეში, არ მეგონა, დედამიწაზე ასეთი ადგილი თუ არსებობდა და არსებობს, სანამ ადამიანი მოკვდები, თუშეთი უნდა ნახო. ომალო ეს დასაწყისია, გუშინ მომწერეს: „წარმოდგენა არ გაქვს, სად მოდიხარო… გული არ მიცემდა, რომ ვუყურებდი, გულისცემა შეწყდა… მართლა სამოთხეა…“ – ამბობს ნინუცა.

„ენერგეტიკა სასწაულია, თუშები არიან საოცარი ადამიანები და საჭმელიც უგემრიელესია. გზა არც ისეთი საშიში და სახიფათოა, როგორც ამბობენ, ნამდვილად არ არის საშიში“, – ამბობს ანა კოშაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები