LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის შესახებ სკანდალური დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

116
page

რეჟისორმა ნიკო ბალესტეროსმა სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის შესახებ დოკუმენტური ფილმი, In Whose Name? შექმნა, რომლის გადაღებებიც 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფილმი მოიცავს უესტის ცხოვრების ექვს წელიწადს. მისი პოლიტიკური აქტივობები, პირადი ტრაგედიები, ქორწინების კრიზისი, საჯარო გამოსვლები და სკანდალები, – ფილმში ბევრი დეტალია განხილული. იგი გვაჩვენებს, თუ როგორ აისახა მის ცხოვრებაზე ბიპოლარული აშლილობა.

ფილმის დასასრულს უესტი თავად საუბრობს ფილმის გადაღების პროცესზე.

„თუ თქვენ აღბეჭდეთ ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა გაღვიძება და ძილის მომენტიც და ვერ გაიგეთ მთავარი ხაზი, მაშინ მსოფლიოც ვერ გაიგებს. ეს ყველაფერი უბრალოდ სიგიჟედ გამოჩნდება“.

„რეზინის ბურთში დამწყვდევის შემდეგ, სუფთა ჰაერზე გამოიყვანა“ – ბიანკა სენსორი და კანიე უესტი კინოთეატრში მიემართებიან

ვიდეო: კანიე უესტი ახალ სიმღერაში ინცესტურ ურთიერთობას აღიარებს – მორიგი სკანდალი

კანიე უესტმა ბიონსესა და ჯეი ზის მოუბოდიშა, შემდეგ კი მორიგი სკანდალური ფრაზა გააჟღერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები