ქეთი ხატიაშვილი „დღის პოსტს“ ესტუმრა და სხვა საკითხებთან ერთად, თავის ოჯახზეც ისაუბრა.
ქეთის მეუღლე მორაგბე დავით კაჭარავაა, მცირე ხნის წინ მათ ვაჟი შეეძინათ.
ახლახან ქეთიმ წარმატებით ჩააბარა მსაჯის გამოცდა და მეორე კატეგორიის მსაჯობა მოიპოვა.
„მთელი ოჯახი ჩართული იყო მოსამზადებელ პერიოდში, ილიას დათო ასეირნებდა, ორი საათი…“
„რაც უფრო დატვირთული ვარ, მით უფრო მეტად ვარ ფორმაში, დრო სწორად მაქვს გადანაწილებული, ღვთის წყალობით, ყველაფერს ვახერხებ და ვასწრებ. ეს ხდება იმ ადამიანების დახმარებით, ვინც ჩემ გარშემო არიან, ოჯახის წევრები, მეგობრები.
დათო თავადაც ყოფილი სპორტსმენია, თვეები იყო კონტრაქტებით. ბაქოში რომ წავედი, ხუთი თუ ექვსი ღამე გამომივიდა, მკითხა, ხომ გამოიძინე მაინცო… სპორტული ინტერესი ორივეს გვაქვს, რაღაცას რომ წამოიწყებს ხოლმე, ბოლომდე ვგულშემატკივრობ და პირიქით…“