ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა, ვივიენ უილსონმა სოციალურ ქსელში მორიგი სკანდალური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მამას „კაც-ბავშვად“ მოიხსენიებს. 20 წლის ვივიენმა აგრეთვე გამოაქვეყნა ილონის პოსტის სქრინიც, რომელიც მასკმა რამდენიმე დღის წინ, პლატფორმა X-ზე გაავრცელა და შვილს „გარდაცვლილი“ უწოდა.
„ჩემი ვაჟი, ქსავიე გარდაიცვალა, ის გონების ვირუსმა მოკლა“, – დაწერა ილონ მასკმა.

„მგონი გარდავლილის კვალობაზე ძალიან კარგად გამოვიყურები, შენ კი არა. კაცი-ბავშვი ხარ“, – ამბობს ვივიენ უილსონი.
ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი კიდევ ერთი ძმის შეძენას გამოეხმაურა
„ულამაზესია“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი ვიდეოების სერიას ავრცელებს
შეგახსენებთ გასულ წელს მასკმა თავის შვილზე ღიად ისაუბრა და ქსავიეს, რომელიც 2020 წელს ტრანსგენდერი გახდა, „მკვდარი“ უწოდა.
„მე შვილი დავკარგე… ჩემი ვაჟი მოკლეს…“ – ილონ მასკი ტრანსგენდერ შვილზე განცხადებას ავრცელებს
„მე შვილი დავკარგე, ჩემი ვაჟი, ქსავიე მკვდარია, ის მოკლეს… არ ამიხსნეს, რომ პუბერტატის ბლოკატორები სინამდვილეში, უბრალოდ, სტერილიზაციის წამლები იყო. დიახ, ეს იყო ტყუილი, ბოროტებით სავსე ტყუილი და ვინც ამას აკეთებს, ციხეში უნდა აღმოჩნდეს“, – იხსენებს ილონი.
ცნობისთვის, ვივიენი ტყუპისცალ ძმასთან, გრიფინთან ერთად 2004 წელს, კალიფორნიაში დაიბადა, ის მასკისა და მისი პირველი ცოლის, ჯასტინ უილსონის შვილია. ქსავიე რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა, თავისი გენდერული იდენტობა მამამისისთვის დაემალა. მან „ქამინგ-აუთი“ 2022 წელს გააკეთა. პარალელურად სახელი, ქსავიერი ვივიანად შეცვალა და დედის გვარზე, უილსონზე გადავიდა.
