ია ჩანტლაძე ახალი სასცენო სახელით „IA“ ბრუნდება.
ამის შესახებ სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, სადაც მომღერალი ახალ სიმღერასა და კლიპს გვიზიარებს.
„მეგობრებო, ესეც ჩემი ახალი სიმღერა და კლიპი.
დიდი ხანია მინდოდა სერგი გვარჯალაძის ამ სიმღერის ჩემებური ვერსიის შექმნა და აი ისიც.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ვერსიაში, მუსიკოსებს: ლევან დეისაძეს, ლუკა თოფურიას, ზაზა ცერცვაძეს! სანო სტუდიას აუდიოსთვის.
თენგო გიორბელიძეს და გიორგი გერმანიშვილს ვიდეოსთვის, მარიამ ხუციშვილს ვიზაჟისთვის!
უღრმესი მადლობა ჩემ საყვარელ ხალხს, ვისი წვლილიც შეუფასებელია ჩემი მოტივაციის ამაღლებაში და გვერდით დგომაში.
იმედია, ისე შეიყვარებთ ამ სიმღერასაც, როგორც ჩემი სხვა სიმღერები შეიყვარეთ.
მოუთმენლად ველოდები თქვენ შეფასებებს,
დღეიდან სასცენო სახელით, თქვენი IA“ – წერს ია ჩანტლაძე.