LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ინოლა გურგულიას ქალიშვილი დედის გარდაცვალებაზე: „ვერ გავიგე, რომ ინოლა აღარ იქნებოდა…“

354
iashugliashvili

ცნობილი ავტორ-შემსრულებლის, ინოლა გურგულიას ქალიშვილი, მსახიობი და მომღერალი ია შუღლიაშვილი ბაია დვალიშვილს ესტუმრა და დედის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ია შუღლიაშვილი:

არასდროს მახსოვს მისგან გაბრაზება. ინოლამ იცოდა წყენა. ისე შემოგხედავდა ნაწყენი თვალებით, რომ მერჩივნა, დავესაჯე. ერთხელ მახსოვს, დათოს ვუთხარი, დედა გაბრაზებულია და რა ვქნათ, რა მოვიფიქროთ-მეთქი, იმდენად შეწუხებული ვიყავი, რომ ის თვალები არ ჰქონოდა…

მამამ ნათესავთან გამიშვა, როცა დედა ცუდად იყო. სტრესი მიღებული მქონდა, მაგრამ 10 წლის ვიყავი და ბავშვებთან თითქოს აღარ მახსოვდა, გადამიარა. იმ პერიოდში ინოლა ცუდად იყო ხოლმე. ვიფიქრე, რომ გამოკეთდებოდა… მიმიყვანეს გასვენებაში. ისმოდა ინოლას ხმა, სიმღერები იყო ჩართული და ისე შემეშინდა… ვერ გავიგე, რა ხდებოდა ჩემს თავს. ვერც ის გავიგე, რომ ინოლა აღარ იქნებოდა. ვხედავდი, სცენაზე ესვენა. სულ ბოლო რიგში დამსვეს ჩემი შიშების გამო. წლების მერე გავაცნობიერე, რომ რაღაც ძალიან დიდი მაკლდა… დავრჩით მე, მამა და ძმა და ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ ჩემი ბიჭებისთვის უნდა მიმეხედა. რა თქმა უნდა, ბებია, ნათესავები გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ყოველდღიურად მქონდა აღებული. ყველაფერი რაღაც გამოცდილებას გაძლევს. როცა ბედი ასე გიბრუნდება, ის აუცილებლად სასიკეთოსაც გაძლევს. ძალიან ბევრი ტკივილი აქვს ამას, მაგრამ სასიკეთოსაც ვხედავ. ალბათ, ასე იყო საჭირო, რომ შემდეგი წლებისთვის გამომეყენებინა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g