ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილმა, ნანამ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ „აკუსტიკაში“ მიიღო მონაწილეობა და მამის ცნობილი სიმღერა „საქართველო“, ახალი ვერსიით შეასრულა. მისამღერში თავად ირაკლის ხმაც ჟღერს, ნანასთან ერთად. არანჟირების ავტორი ნიკა კოჩაროვი გახლავთ. მუსიკალურ ნომერში ასევე მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა.