LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უბერზეც მიმუშავია, მშენებლობაზეც, დიდ სუპერმარკეტებსაც ვალაგებდი” – ირაკლი კავსაძე ამერიკაში გატარებულ წლებზე და მამასთან ურთიერთობაზე გვიყვება

577
ირაკლი-კავსაძე

ჟურნალისტმა მერიკო კარტოზიამ აშშ-ში, კერძოდ, ვაშინგტონში კახი კავსაძის ვაჟი, ირაკლი მოინახულა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

რასაკვირველია, ინტერვიუ მის ცნობილ ოჯახს შეეხება.

ირაკლი კავსაძემ ინტერვიუში იმ გზაზე ისაუბრა, რომლის გავლაც მას აშშ-ში მოუხდა. როგორც მან აღნიშნა, შტატებში არანაირი სამუშაო არ უთაკილია და სხვადასხვა ადგილას მუშაობდა – მათ შორის უბერსა და მშენებლობებზეც:

„გაგონილი მაქვს: „ჩამოვალთ, დავიწყებთ მუშაობას“, კი, ბატონო, დაიწყებთ მუშაობას, მეც მიმუშავია, მაგრამ წელში გაწყდები და ამისთვის გინდა შენ ამერიკა?

პირადად ჩემი დამოკიდებულება იყო ასეთი, რომ მინდა, მინდა აქ ჩამოვიდე, მაგრამ ასე არ მინდა, იმიტომ კი არა რომ რამეს ვთაკილობ და მუშაობა არ მინდა…

ძალიან ბევრ ადგილზე მიმუშავია – უბერზეც მიმუშავია, მიმუშავია საჭმლის სახლში მიტანაზე, კარგა ხანს მშენებლობებზეც მიმუშავია, სხვადასხვა ობიექტზე დავდიოდი, ვღებავდით, სახურავებს ვაკეთებდით.

ერთხელ კიბიდან ისე ჩამოვვარდი, თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა. მიმუშავია მაღაზიაში ღამე – სუპერმარკეტებს ვრეცხავდი სპეციალური მანქანით – ჯერ ხვეტ, შემდეგ რეცხავ, არაფერს არ ვთაკილობ“, – აღნიშნავს ირაკლი კავსაძე.

 

ირაკლი კავსაძე: კახის ეწყინა, როცა გაიგო, რომ შვილს ბელა არ დავარქვი…“

ირაკლი კავსაძე: “კახი იქიდან გვიყურებს. დარწმუნებული ვარ, რომ იქ თეატრიც არის…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები