LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისეთი გართობა დაიწყო, სტუმრებმა გვითხრეს, ასეთ ქორწილში ჯერ არ ვყოფილვართო…“ – როგორ ჩაიარა ანანო სამხარაძისა და გიორგი სარდალაშვილის ქორწილმა

173
page

„დღის პოსტის“ ეთერში ანანო სამხარაძემ ისაუბრა საკუთარ ქორწილზე. ახლახან ის სპორტსმენ გიორგი სარდალაშვილზე დაქორწინდა. ანანოს ქორწილი კონცერტად გადაიქცა.

ანანო სამხარაძე:

ზურა მანჯავიძე იყო ჩემი მხრიდან თამადა, მეორე მხრიდან როინ ბლიაძე და ორივეს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ასეთი ქორწილი გამოვიდა. ტრადიციულად დაიწყო ჩვენი ქორწილი, გვქონდა ჯვრისწერა, ფოტოსესია, ხელის მოწერის ცერემონია, შემდეგ კი დაიწყო გართობა. ასეთი ქორწილი ჯერ ჩვენ აქ არ გვინახავსო, სტუმრებმა ასე გვითხრეს.

ზურა მანჯავიძე:

ველოდებოდი, რომ ანანო ქართულს კარგად იცეკვებდა, მაგრამ შესანიშნავად შეასრულა გიორგიმაც.

ანანო:

ძალიან დიდი დრო დავხარჯე ქორწილის მოსამზადებლად. ეს იყო სასიამოვნო, მაგრამ სტრესული პერიოდი, ყველაფერში ვიყავი ჩართული. მინდოდა, ყველა დეტალი მცოდნოდა. ვაფრთხილებ ყველა პატარძალს, რომ არ ჩაერთონ და მიანდონ პროფესიონალებს. საორგანიზაციო საკითხებში უნდა მიენდოთ ორგანიზატორებს, დიზაინით დაწყებული მენიუთი დამთავრებული, ყველაფერში ჩავერთე.

კაბას დიდი ხანი არჩევდი?

არა. მინდოდა ნაზი და დახვეწილი, პრინცესული კაბა ყოფილიყო, რომ ხელი არ შეეშალა ცეკვასა და მოძრაობაში. რეპეტიცია კაბაში არ გამივლია და ვნერვიულობდი, მაგრამ ხელი არ შეუშლია.

სიძის რეაქციაც გვაინტერესებს, ხომ არ იყო ცრემლები?

ჯვრისწერა ყველა ქართველისთვის ემოციურია. გიორგიც ემოციურია და სულ ცრემლები ჰქონდა თვალებზე, ნერვიულობდა და არ გამოხატავდა, მე კი გამოვხატავდი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g