ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ისლანდიის პოლიციამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვულკანი დედაქალაქიდან სამხრეთით რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა მოსახლეობა მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ. ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა მეთევზეთა დასახლება გრინდავიკისკენ მიედინება, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.