საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფშია.
ქალთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მეექვსე მატჩი ლიეტუვაში გამართა და მასპინძელი ანგარიშით 0:1 დაამარცხა.
პლეი-ოფის საგზურის მოპოვების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების ემოციების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს ეროვნული ნაკრები და წერს:
„ეს გამარჯვება და ემოციები სამუდამოდ გვემახსოვრება!
ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენი საფეხბურთო ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა! საქართველო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფშია“.